ილია თოფურია, ჰენრი სეხუდო, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

რა უნდა გააკეთოს ილიამ მოსაგებად | სეხუდომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო ჩხუბზე ისაუბრა. „ელ მატადორისა“ და „ვოლკის“ დაპირისპირება თებერვალში გაიმართება და „ტრიპელ სიმ“ დაასახელა ის, რაც თოფურიას გამარჯვებაში დაეხმარება.

„ალექსანდრ ვოლკანოვსკი არის მებრძოლი, რომელსაც დრო და პაუზის აღება სჭირდება, თუმცა, ჩემი აზრით, ილია თოფურიაც ზუსტად იგივე მდგომარეობაშია. ილიამ უნდა ისწავლოს, ფეხში მიღებულ დარტყმებს როგორ გაუმკლავდეს და ისინი როგორ გააკონტროლოს. ჯოშ ემეტისგან 17-დან 17 ლეგ კიკი გაუშვა და ვოლკანოვსკის ადგილას რომ ვიყო, ამას აუცილებლად გამოვიყენებდი.  

ვოლკს რაც შეეხება, მახაჩევთან ნოკაუტის შემდეგ, რაც უფრო დიდ პაუზას აიღებს და გონებას მეტად დაასვენებს, მისთვის უკეთესი იქნება. ვფიქრობ, ასეთი ნოკაუტის შემდეგ, მინიმუმ 6 თვე უნდა დაისვენო, მაგრამ ალექსს ოქტაგონზე დაბრუნება უნდა. არაა გამორიცხული, მან ილიას სიურპრიზი შესთავაზოს და ბრძოლა პარტერში გადაიყვანოს.

რა სჭირდება თოფურიას გასამარჯვებლად? დისტანცია უნდა შეინარჩუნოს და ალექსის ცრუმოძრაობებზე რეაგირება არ მოახდინოს. ილიამ მახაჩევისა და ვოლკანოვსკის ჩხუბს უნდა უყუროს. ისლამი იდგა, დისტანცია შეინარჩუნა, ვოლკანოვსკის ცრუმოძრაობებს არ აჰყვა და კომბინაციები მაშინ განახორციელა, როცა ალექსი შეტევაზე გადავიდა“.

ცნობისთვის, ქართველი მებრძოლი შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ამ დრომდე დაუმარცხებელია. ილია თოფურიამ MMA-ს ეგიდით 14 შეხვედრა ჩაატარა და ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა, UFC-ში კი მის ანგარიშზე 6 ბრძოლა და 6 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნომერ პირველი სისულელე“ | მერაბი ომალი VS ვერას ჩხუბის ჩანიშვნას გამოეხმაურა
„ნომერ პირველი სისულელე“ | მერაბი ომალი VS ვერას ჩხუბის ჩანიშვნას გამოეხმაურა