„აქებს, მაგრამ მაინც არ ათამაშებს...“ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი ვან ტსხიპსა და მიქაუტაძეზე
გავლენიანი ნიდერლანდური გამოცემა De Telegraaf-ის ჟურნალისტი, ვალენტინ დრისენი „აიაქსის“ ახალი მწვრთნელის, ჯონ ვან ტსხიპის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სტეინის წასვლის შემდეგ გუნდში ბევრი არაფერი შეცვლილა.
„მადუროს გუნდთან შედარებით, მხოლოდ 1 ფეხბურთელი თამაშობს. ჩემთვის, ბოლო „ვოლენდამთან“ და „ჰეერენვენთან“ თამაში ბევრს ნიშნავს და ახლა მნიშვნელოვანია გუნდმა „ბრაიტონთან“ აჩვენოს ნამდვილად გაიზარდა, თუ არა. ვან ტსხიპი უამრავ კომპლიმენტს აძლევს გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ უთამაშია.
ასევე, მომწონს აკპომი. ეს ბიჭი ბოლო ორ შეხვედრაში შემოვიდა მოედანზე და გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ „ვოლენდამისა“ და „ჰეერენვენის“ წინააღმდეგ. უბრალოდ, ვან ტსხიპი განსხვავებულად უყურებს რიგ საკითხებს, ვიდრე მორის სტეინი. ის ამბობდა, რომ ახალდამატებული ფეხბურთელების ყოლა შეცდომა იყო, ტსხიპი კი ასეთ ფეხბურთელებს მაინც კომპლიმენტებს აძლევს“, - განაცხადა დრისენმა.
შეგახსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ, „აიაქსი“ ნიდერლანდების ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. ჯონ ვან ტსხიპის გუნდი მომდევნო შეხვედრას ევროპა ლიგაზე გამართავს. ამსტერდამელები 9 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ბრატიონს“ უმასპინძლებენ.