„ნომერ პირველი სისულელე“ | მერაბი ომალი VS ვერას ჩხუბის ჩანიშვნას გამოეხმაურა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ორგანიზაციის პრეზიდენტის, დენა უაითის განცხადებას გამოეხმაურა. უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი ტიტულს პირველად მარლონ „ჩიტო“ ვერას წინააღმდეგ დაიცავს და „მანქანამ“, რომელიც საჩემპიონო ბრძოლას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„ყველამ იცის, რომ ეს ნომერ პირველი სისულელეა. იქ ვიქნები, რათა ვნახო, მომდევნო ბრძოლაში ვინ უნდა დავანგრიო“, - განაცხადა „მანქანამ“ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში.
როგორც მოგეხსენებათ, ომალისა და „ჩიტოს“ ბრძოლის გამოცხადების შემდეგ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ დვალიშვილი მომდევნო ჩხუბს ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართავს. UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი მერაბს აქტიურად იწვევს და „მანქანა“ მასთან ბრძოლაზე თანახმაა.
შეგახსენებთ, რომ სეხუდოს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.