ყაზაიშვილის ბრწყინვალე პასი - ქართველები აზიის ჩემპიონთა ლიგაზე
აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ტაჯიკური „ისტიკლოლისა’’ და ირანული „პერსეპოლისის’’ შეხვედრა 1:1 დასრულდა. „პერსეპოლისის’’ სასტარტოში გიორგი გველესიანმა 90 წუთი ითამაშა. მე-8 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მე-4 ტურში „პერსეპოლისი’’ კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრს’’ ესტუმრება.
ამ ეტაპზე E ჯგუფში „ალ-ნასრი’’ 9 ქულით პირველ ადგილზეა, „პერსეპოლისის’’ აქტივში 7 ქულაა და „ისტიკლოლს’’ 5 ქულით უსწრებს, „ალ-დუჰაილი’’ 1 ქულით აუტსაიდერია. თუ „პერსეპოლისი’’ მეორე ადგილზე გავა, აზიის დასავლეთ ზონის 5 მეორეადგილოსანს შორის მესამე პოზიცია უნდა დაიკავოს. ასეთ შემთხვევაში „პერსეპოლისი’’ აზიის ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე ითამაშებს. თუ მე-4 ან მე-5 ადგილზე გავა, ტურნირს დაემშვიდობება.
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმაც’’ ითამაშა, რომელიც სტუმრად ტაილანდურ „იოჰორ დარულ ტაზიმთან’’ დამარცხდა (2:1). ვაკო ყაზაიშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა და ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა.
I ჯგუფში „უსლანდ ჰიუნდაი’’ ამ ეტაპზე 6 ქულით მეორე ადგილზეა. თუ აზიის აღმოსავლეთ ზონაში 5-დან საუკეთესო სამ მეორეადგილოსანს შორის მოხვდება, ტურნირს არ გამოეთიშება, ასპარეზობას გააგრძელებს.