ჩელსი, მადრიდის რეალი, ჯუდ ბელინგემი, ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

ლამპარდი: “ჩელსიმ ბელინგემი 20 მილიონ ევროდ არ იყიდა“

ჯუდ ბელინგემმა მადრიდის „რეალში“ გაიბრწყინა და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელი გახდა.

„სამეფო კლუბს“ ინგლისელი ნახევარმცველი 120 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც აღმოჩნდა, ჯუდის გადაბირება ლონდონის „ჩელსის“ წლების წინ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლო. ამის შესახებ „არისტოკრატების“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ისაუბრა.

რა თქვა ლამპარდმა?

„როდესაც „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ვიყავი, ძალიან მინდოდა ჯუდ ბელინგემის გადაბირება. იმ დროს ინგლისელი ჯერ კიდევ „ბირმინგემის“ ღირსებას იცავდა. სამწუხაროდ, ხელმძღვანელობამ არ მომისმინა. 16 წლის ფეხბურთელში 20 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვეს.“

შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემმა მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის რა შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
ვის რა შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი