მილანისა და პსჟ-ს ფანებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მოხდა - არიან დაჭრილებიც
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ტურის ცენტრალურ მატჩში „მილანი“ საკუთარ მოედანზე პსჟ-ს უმასპინძლებს.
შეხვედრისთვის, ორივე გუნდის ფანებიც აქტიურად ემზადებიან. მილანში პარიზული კლუბის ათასობით გულშემატკივარია ჩასული, თუმცა, პარიზელ ულტრასებს ადგილობრივ ფანებთან უსიამოვნო ინციდენტი გადახდათ თავს. იტალიური მედიის ცნობით, პსჟ-ს გულშემატკივრები მილანში ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათთან 50-მდე იტალიელი ფანი მივიდა და მათ შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა.
View this post on Instagram
სიტუაციის განსამუხტად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. ჩხუბის შედეგად, ცივი იარაღით დაჭრეს ერთი პარიზელი ქომაგი. ამ პიროვნებამ სასწრაფო დახმარებას გვიან ღამით მიმართა და ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, დაშავებულია ორი პოლიციელიც. ერთ მათგანს ფეხში ბლაგვი საგანი მოხვდა, მეორეს კი თავის არეში გაურკვეველი სახის ნივთი მოხვდა და დაზიანება ტუჩზე აღენიშნებოდა. ინციდენტში მონაწილე პირები სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებულთა რიცხვი 10-ს აღწევს. ასევე, დაპატიმრებულია პირი, რომელმაც პარიზელ ფანს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
07.11.2023 Italia ????????
— X_Li64 (@X_li64) November 7, 2023
AC Milan VS PSG (Champions League)
Curva Sud (Ultras Milan????????) Menyerang Ultras PSG ???????? pic.twitter.com/fFQmFM6ARz
საგულისხმოა, რომ სიტუაციის განმუხტვიდან რამდენიმე წუთში გულშემატკივრებს შორის მეორე ჩხუბიც მოხდა, თუმცა, პოლიციამ არეულობა მალევე შეაჩერა.