გიორგი მიქაუტაძე, რონალდ კუმანი, ბრაიან ბრობი
Aa
Aa

რონალდ კუმანი ბრობის აკრიტიკებს: „კარგი პირველი შეხება არ აქვს“

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელზე, ბრაიან ბრობიზე ისაუბრა, რომელიც დიდი ხანია, „აიაქსის“ ნომერ პირველი თავდამსხმელია. კუმანმა ნიდერლანდელი ფეხბურთელი გააკრიტიკა და მას პირველი შეხება და ფინიშინგი დაუწუნა.

„იმედი მაქვს, ბრობი პროგრესს მიაღწევს და მოუმატებს. გასული სანაკრებო პაუზისას, იგი ჩვენთან ერთად იმყოფებოდა და შეგეძლოთ დაგენახათ, რომ კარგი პირველი შეხება და ფინიშინგი ნამდვილად არ აქვს. საინტერესოა, კლუბებში, რომლებშიც თამაშობდა, რა კომპონენტების გაუმჯობესებაზე მუშაობდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ვარჯიშით კარგი ფინიშინგი ვერ გექნება“.

ცნობისთვის, ბრობის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 5 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. „აიაქსის“ გულშემატკივართა ნაწილი სოციალურ ქსელებში აცხადებს, რომ მის ნაცვლად შანსი მიქაუტაძეს უნდა მისცენ, მაგრამ ამსტერდამელთა ახალი თავკაცი, ჯონ ვან ‘ტსხიპი მორის სტეინის დატოვებულ ტრადიციას არ ღალატობს.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, „მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარდ სერინმა ფრანგულ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი კლუბი მიქაუტაძის დასაბრუნებლად მზადაა. „მეცში“ „აიაქსის“ გადაწყვეტილებას ელოდებიან და სერინის თქმით, ამსტერდამელთა სურვილის შემთხვევაში, გარიგებაზე თანხმობას იტყვიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი მიზანი ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე თამაშია“ | ლოჩოშვილის ინტერვიუ
„ჩემი მიზანი ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე თამაშია“ | ლოჩოშვილის ინტერვიუ