არიგო საკი, რუდი გარსია
Aa
Aa

„თუ ეგოიზმს გვერდით გადადებენ, მსოფლიოს გააოცებენ“ - არიგო საკი ნაპოლიზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ la Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუს დროს რუდი გარსიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა კრიზისული პერიოდიდან გამოსვლა შეძლო.

რას ამბობს საკი:

დიდი ინტერესით ვუყურე „ნაპოლის“ ბოლო მატჩებს. მინდოდა გამეგო, რეალური იყო, თუ არა ის დაძაბულობა, რომელიც ბოლო პერიოდში გუნდს აწუხებდა. უნდა ვაღიარო, რომ გუნდის თამაშით აღფრთოვანებული დავრჩი, „ნაპოლი“ ნელ-ნელა წინა სეზონის დონეს უბრუნდება. ეს პირველად მადრიდის „რეალთან“ მატჩში გამოჩნდა. კვარაცხელიასა და ოსიმენის ჩახუტება არის შესანიშნავი რეკლამა, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორი ერთიანია გუნდი და როგორ სურთ მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა.

ზოგადად, „ნაპოლი“ შეძლო პრესინგის გაუმჯობესება და იგრძნობა, რომ თამაშის ხელში დაჭერა შეუძლია. საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, შეძლებს თუ არა რუდი გარსიას გუნდი სილამაზითა და შედეგით სპალეტის გუნდის მსგავსი იყოს? და ვპასუხობ, რომ ეს მხოლოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. მათ კარგად იციან, რომ თუ ადამიანურ ეგოიზმს გვერდით გადადებენ, მსოფლიოს გაოცებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. 8 ნოემბერს, „ნაპოლის“ მეტოქე „უნიონ ბერლინი“ იქნება. მატჩი დიეგო მარადონას სტადიონზე, საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მესმის, რატომ მაინცდამაინც კვარა...“ - ფედელემ გარსია გააკრიტიკა
„არ მესმის, რატომ მაინცდამაინც კვარა...“ - ფედელემ გარსია გააკრიტიკა