ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„ჩემი მიზანი ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე თამაშია“ | ლოჩოშვილის ინტერვიუ

„კრემონეზეს“ ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა Lo Sport Cremonese-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ლოჩოშვილმა საკუთარ კლუბზე, იტალიურ ფეხბურთსა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

„ქალაქ კრემონაში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ყველაფერი მომწონს. კლუბით დაწყებული, ჩვენთან მომუშავე პროფესიონალებით დამთავრებული, რომლებსაც ჩემ მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვთ. კრემონეზე ამბიციური მიზნებით გამოირჩევა და ჩემს დარჩენაზე გავლენა სწორედ ამან იქონია. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ნელ-ნელა იტალიურად უფრო და უფრო კარგად ვსაუბრობს, რაც საშუალებას მაძლევს, თანაგუნდელებთან კომუნიკაცია მქონდეს და მათთან მეტი დრო გავატარო. იტალიური მესმის და ახლა ყველაფერი მიმარტივდება.

სერია B? ვაღიარებ, რომ აქაურ ატმოსფეროს არ ვიცნობდი და თანაგუნდელებმა, რომლებსაც აქ უთამაშიათ, თავიანთი გამოცდილება გამიზიარეს. სერია B-ში ყველა მატჩი რთულია და ყველა მეტოქე ბოლო წუთამდე იბრძვის. მართალია, სეზონის სტარტზე ვიმყოფებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გათამაშებას კმაყოფილი დავასრულებთ, რადგან ძლიერი გუნდი გვყავს. ამბიცია არ გვაკლია და იმედი მაქვს, დავიბრუნებთ იმას, რაც გასულ სეზონში დავკარგეთ.

სერია A? სერია A მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია და აქ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის მისწრაფებაა. სერია A-ში მაღალი დონეა, ძვირადღირებული კლუბები თამაშობენ და ადგილის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად მუშაობაა საჭირო. ჩემი ამბიცია სერია A-ში დაბრუნება და საერთაშორისო ტურნირზე თამაშია.

ეროვნული ნაკრები? საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა უდიდეს სიამაყეს იწვევს და ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი მომეცა. ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მჯერა, მომავალში ნებისმიერი ნაკრებისთვის რთული მეტოქე ვიქნებით. ჩემი პირადი მიზანი საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად დიდ ტურნირზე მოხვედრაა“.

ცნობისთვის, ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ 19 ქულა აქვს და სერია B-ს სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლიდერ „პარმას“ 10 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი „ბრეშასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი მოქმედებით თამაშის შეცვლა შეუძლია“ | რა თქვა უნიონ ბერლინის მცველმა კვარაზე
„ერთი მოქმედებით თამაშის შეცვლა შეუძლია“ | რა თქვა უნიონ ბერლინის მცველმა კვარაზე