ჯოელ ემბიდი, ჯოელ ემბიდი, კავაი ლეონარდი, რასელ უესტბრუკი, პოლ ჯორჯი
Aa
Aa

ემბიდის 48 ქულა | კლიპერსის დიდმა ოთხეულმა ცუდად დაიწყო

„ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ ყოფილმა კალათბურთელმა, ჯეიმს ჰარდენმა „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. „წვერამ“ „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და „კლიპერსის“ დიდ ოთხეულს ცუდი სტარტი გამოუვიდა.

კავაი ლეონარდმა, პოლ ჯორჯმა, რასელ უესტბრუკმა და ჯეიმს ჰარდენმა „ნიქსის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. „კლიპერსმა“ მატჩი 97 ქულით დაასრულა და 14 ქულით წაგებული მეოთხე მეოთხედის გამო, 97:111 დამარცხდა.

ჰარდენმა 31 წუთი ითამაშა და 17 ქულა, 6 ასისტი და 3 მოხსნა ჰქონდა. კავაი ლეონარდმა 18 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. რასელ უესტბრუკმა 17 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი გაიფორმა, პოლ ჯორჯი კი 10 ქულას, 7 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 3 ჩაჭრას დასჯერდა. „ნიქსს“ ჯულიუს რენდლმა ულიდერა - 27 ქულა, 10 მოხსნა, არ ჯეი ბარეტს 26 ქულა ჰქონდა, მიტჩელ რობინსონმა 13 ქულა და 15 მოხსნა გააკეთა.

ჰარდენის ყოფილმა გუნდმა, „ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“ „ვაშინგტონ უიზარდსი“ დაამარცხა და ჯოელ ემბიდმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა. „სიქსერსის“ ცენტრმა აქტივში 48 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. ტაირიზ მაქსის 22 ქულა და 11 ასისტი ჰქონდა, ტობაიას ჰერისი კი 18 ქულას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი მოქმედებით თამაშის შეცვლა შეუძლია“ | რა თქვა უნიონ ბერლინის მცველმა კვარაზე
„ერთი მოქმედებით თამაშის შეცვლა შეუძლია“ | რა თქვა უნიონ ბერლინის მცველმა კვარაზე