სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 5 ქულა | სან ანტონიო ინდიანასთან განადგურდა და 152 ქულა მიიღო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო და „ინდიანა პეისერსთან“ განადგურდა. ტექსასელებმა დაცვაში საშინელი თამაში აჩვენეს და პირველ ტაიმში „ინდიანასგან“ 86 ქულა მიიღეს, მატჩი კი 111:152 დათმეს.

სანდროს სათამაშო დრო მაშინ მისცეს, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და მისი გუნდი 96:131 მარცხდებოდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 8 წუთი და 49 წამი გაატარა და მისი მონაგარი 5 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. მამუკელაშვილმა 2-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 2 სამიანი გააცუდა.  

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 17 ქულა დაგ მაკდერმოტმა ჩააგდო. კელდონ ჯონსონს 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი ჰქონდა. ვიქტორ ვემბანიამამ ორმაგი დუბლი გაიფორმა და 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, თუმცა 12 სროლიდან მხოლოდ 3 გამოიყენა. „ინდიანას“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული ექვსმა კალათბურთელმა გადალახა. ტაირიზ ჰალიბერტონს 23 ქულა და 8 ასისტი ჰქონდა, ბადი ჰილდმა და ობი ტოპინმა 19-19 ქულა გააკეთეს, მაილს ტერნერმა კი მატჩი 15 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 3 მოგება და 4 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 გახლავთ. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს გამართავს და „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი რუდი გარსიასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
ნაპოლი რუდი გარსიასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს