გოგა ბითაძე, ლუკა დონჩიჩი, კაირი ირვინგი, ფრანც ვაგნერი, კოულ ენტონი
Aa
Aa

ჩატენვა ჯარიმით და მეორედ სასტარტოში | ბითაძემ დალასთან ითამაშა

„ორლანდო მეჯიქის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გამოჩნდა და „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ორლანდომ“ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა - 66:53, თუმცა მეორე ნახევარში მხოლოდ 36 ქულა აიღო და 102:117 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 21 წუთი და 56 წამი გაატარა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბითაძემ აქტივში 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა. გოგა მეტ სათამაშო დროს მიიღებდა, მაგრამ მისი შემცვლელი, მორიტც ვაგნერი თამაშში ბრწყინვალედ ჩაერთო და 19 ქულა დააგროვა.

ბითაძემ 4-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო. გოგამ ორი ჩატენვა შემოგვთავაზა და ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა დუაით პაუელი არ შეიმჩნია და ჩატენვასთან ერთად, მას ჯარიმაც ააღებინა.

გეტყვით იმასაც, რომ „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო - 22 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა. კოულ ენტონიმ 19 ქულა ჩააგდო, ხოლო ფრანც ვაგნერმა მატჩი 12 ქულით დაასრულა. „დალასს“ 29 ქულით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა. კაირი ირვინგს 21 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა, ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორმა 21 ქულა გააკეთა.

ამრიგად, „ორლანდოს“ 4 მოგება და 3 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მესმის, რატომ მაინცდამაინც კვარა...“ - ფედელემ გარსია გააკრიტიკა
„არ მესმის, რატომ მაინცდამაინც კვარა...“ - ფედელემ გარსია გააკრიტიკა