ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

დენა უაითმა დაადასტურა! - ცნობილია, როდის გაიმართება თოფურიასა და ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა

უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. ორგანიზაციის პრეზიდენტის, დენა უაითის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მატადორი“ საჩემპიონო ბრძოლას 17 თებერვალს, UFC 298-ზე გამართავს, მისი მეტოქე კი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.

სპეციალურ ვიდეომიმართვაში უაითი ასევე ამბობს, რომ მარტში საჩემპიონო ბრძოლა სუპერმსუბუქ წონაშიც გაიმართება, რომლის ჩემპიონიც შონ ომალია, თუმცა, სამწუხაროდ, ომალის მეტოქე მერაბ დვალიშვილის ნაცვლად, მარლონ „ჩიტო“ ვერა იქნება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, თოფურიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლა 2024 წლის იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა, ისლამ მახაჩევთან მძიმე მარცხის შემდეგ, ავსტრალიელი მებრძოლისთვის ბრძოლის თარიღმა მცირედით გადაიწია.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილის, „მანქანა“ დიდი ალბათობით ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება, თუმცა, როდის შედგება ეს ბრძოლა, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები