რუდი გარსია
Aa
Aa

ნაპოლი რუდი გარსიასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

„ნაპოლიმ“ საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც რუდი გარსიას გარშემო იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

რა წერია განცხადებაში:

გვსურს გამოვეხმაუროთ სტატიას, რომელიც დღეს გაზეთ Corriere dello Sport-მა გავრცელდა, შემდეგ კი ეს ინფორმაცია ამავე გაზეთის ვებგვერდზე და რამდენიმე იტალიური სააგენტოს საიტზე დაიწერა. გვსურს განვაცხადოთ, რუდი გარსიას მიერ ვარჯიშის დატოვება და შტაბ-ბინაში დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მწვრთნელმა მთელი სავარჯიშო სეანსი მოედნიდან შეუფერხებლად წარმართა.

ცნობისთვის, იტალიური მედია წერდა, რომ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის დღევანდელი ვარჯიში ძლიერი წვიმის გამო ნაადრევად დატოვა და ის ახლომდებარე კლუბის შტაბ-ბინაში წავიდა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ უახლოეს შეხვედრას 8 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მეტოქე „უნიონ ბერლინი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რასპადორი და ოსიმენი ერთად | რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს
რასპადორი და ოსიმენი ერთად | რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს