ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე, რუდი გარსია
Aa
Aa

„არ მესმის, რატომ მაინცდამაინც კვარა...“ - ფედელემ გარსია გააკრიტიკა

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ Otto Channel-ზე სტუმრობის დროს სალერნიტანა-ნაპოლის მატჩზე ისაუბრა და რუდი გარსია გააკრიტიკა.

რა თქვა ფედელემ:

გასულ კვირას გამართულ დერბიში კარგი მხოლოდ შედეგი იყო. პირველ ტაიმში, საწყის 20 წუთში „ნაპოლიმ“ თითქმის შარშანდელ დონეზე ითამაშა, თუმცა, მეორე ტაიმში იმედები გამიცრუვდა. საერთო ჯამში, გარსიას გუნდში დარწმუნებული არ ვარ. 82-ე წუთზე, როდესაც ელმასმა გაიტანა, გუნდი დიდ რისკზე წავიდა და შეიძლებოდა ყველაფერი პირიქით შემოტრიალებულიყო, ამ დროს ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება.

კვარაცხელიას შეცვლის მიზეზს მინიმუმ 1 გარემოების გამო ვერ ვხვდები. მან მაძოკის ყვითელი მიაღებინა და მის შეჩერებას ვერ ახერხებდა. რატომ შეცვალა? მესმის, რომ ელმასმა გაიტანა და ასეთ სიტუაციაში ამბობენ მწვრთნელმა ცვლილება გამოიცნოო, მაგრამ რატომ მაინცდამაინც კვარაცხელიას ნაცვლად? მას მაკედონიელის შემოყვანა ნებისმიერის მაგივრად შეეძლო, მაგრამ არა ქართველის ადგილას!

ვფიქრობ, რომ „ნაპოლისთვის“ ჩემპიონატი 25 ნოემბრიდან იწყება. ჯერ „ატალანტას“ ეთამაშებიან, შემდეგ კი „იუვენტუსს“ და „ინტერს“. სწორედ ამ თამაშებიდან გავიგებთ გუნდის რეალურ ამბიციებს. აქამდე მათ აშკარად სუსტ გუნდებს მოუგებთ, მათ წინააღმდეგ კი სერიოზული გამოცდა ელით.

შეგახსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. 8 ნოემბერს, „ნაპოლის“ მეტოქე „უნიონ ბერლინი“ იქნება. მატჩი დიეგო მარადონას სტადიონზე, საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამას არასდროს გავაკეთებდი“ - ნაპოლის ექს-ფეხბურთელმა გარსია გააკრიტიკა
„ამას არასდროს გავაკეთებდი“ - ნაპოლის ექს-ფეხბურთელმა გარსია გააკრიტიკა