ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია, პაოლო დელ ჯენიო
Aa
Aa

„ხვიჩა ამას იდეალურად აკეთებდა. მაღალი ხარისხის მატჩი ჰქონდა“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, პაოლო დელ ჯენიომ რადიო Kiss Kiss Napoli-ის ეთერში „სალერნიტანასა“ და „ნაპოლის“ დერბიზე ისაუბრა და რუდი გარსია და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

რას ამბობს დელ ჯენიო:

მიმდინარე სეზონში, ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის მოიძებნება მომენტები, სადაც დაშვებული შეცდომები გავლენას ახდენს პატარა გუნდებთან გამარჯვების შეფასებაზე. ასეთ თამაშებში არცერთი გუნდი არ დომინირებს, მაგრამ ამჯერად ვიტყოდი, რომ „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გარსიამ ხარისხიანი თამაშით დაგვაკმაყოფილა. გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი იგრძნობოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაპოლი“ პრობლემებიდან გამოვიდა. ჩემი შეფასებით, გარსიამ ამ თამაშში 6.5 ქულა დაიმსახურა, რადგან რაღაცები გააუმჯობესა, მაგალითად, ზეწოლისგან და პრესინგიდან თავის დაღწევა, რასაც პირველი გოლი მოჰყვა. თუმცა, ვისურვებდი, რომ სიღრმიდან გუნდის გამოსვლა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ამ მატჩში საუკეთესოთა შორის იყო. უმეტეს შემთხვევაში, გუნდის თამაშს საკუთარ მხრებზე ატარებდა, ბევრი მოწინააღმდეგისაკენ ბურთით მიდიოდა და თანაგუნდელებს თავისუფალ სივრცეებს უტოვებდა. მან მართლაც მაღალი ხარისხის თამაში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. 8 ნოემბერს, „ნაპოლის“ მეტოქე „უნიონ ბერლინი“ იქნება. მატჩი დიეგო მარადონას სტადიონზე, საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეცვლაზე შემოვიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა - სიგუამ ბაზელს მოაგებინა
შეცვლაზე შემოვიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა - სიგუამ ბაზელს მოაგებინა