თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული იარაღი | ევროლიგამ შენგელიას საოცარ სეზონზე დაწერა

ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და იმ კალათბურთელებზე დაწერა, რომლებსაც მიმდინარე რეგულარულში თავიანთი გუნდებისთვის ყველაზე მეტი ქულა მოაქვთ. სტატიაში Synergy Sports-ის ახალი სისტემაა გამოყენებული, რომელიც კალათბურთელის მიერ შექმნილი ქულების ოდენობას ითვლის და „ვირტუს ბოლონიას“ ქართველი მძიმე ფორვარდი, თორნიკე შენგელია ლიდერთა შორის იმყოფება.

„ვირტუს ბოლონია მიმდინარე სეზონში საერთოდ სხვა ცხოველია. ზაფხულში, იტალიურმა კლუბმა რამდენიმე საკადრო ცვლილება კი განახორციელა, მაგრამ სეზონის სტარტზე მიღწეული წარმატება თორნიკე შენგელიას აღზევების დამსახურებაა, რომელიც ოქტომბრის თვის MVP-ი გახდა და ევროლიგის საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა.

32 წლის კალათბურთელი გამოცდილი ვეტერანია, რომელმაც ევროლიგაზე სადებიუტო შეხვედრა 2011-12 წლების სეზონში ჩაატარა და მას შემდეგ, მნიშვნელოვანი მოთამაშის სტატუსი არ დაუკარგავს. 2017-18 წლების სეზონში, იგი ბასკონიას მაისურით საშუალოდ 13.7 ქულას, 6.1 მოხსნასა და 2.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა და ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. შენგელია წლებია ძლიერი კალათბურთელია, მაგრამ მიმდინარე სეზონში საერთოდ სხვა დონეზე ავიდა და ვირტუს ბოლონიას თავდასხმის მთავარი იარაღია. მატჩში ჩაგდებული ქულების საშუალო რაოდენობით, ვირტუს ბოლონია ევროლიგაში მესამეა და ამაში შენგელიას, რომელიც კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს აფიქსირებს და საშუალოდ 4.3 ასისტს აკეთებს, უდიდესი წვლილი მიუძღვის.

 

ეს ცხრილი ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელებს გვიჩვენებს, რომლებიც Synergy Sports-ის ახალი სისტემით შეირჩნენ. აღნიშნული სისტემა მოიცავს, როგორც კალათბურთელის მიერ მოპოვებულ და მისი პასების შედეგად ჩაგდებულ ქულებს, ასევე, გათვალისწინებულია წარმატებული სროლები, რომლებიც მისი გადაცემების შედეგად განხორციელდა, მაგრამ დაცვითი როტაციის გამო, ასისტები არ ჩაითვალა. ეს სტატისტიკა შენგელიას თამაშს ძალიან კარგად ასახავს. თორნიკე მარტო პერიმეტრიდან და სამწამიანში კი არაა მოწოდების სიმაღლეზე, ფლეიმეიქინგის მხრივაც მომატებული აქვს და ევროლიგაში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული იარაღია.

შენგელია მე-5 ადგილს იკავებს და ბრწყინვალე გამთამაშებლებითაა გარშემორტყმული. ლორენცო ბრაუნი, ფაკუნდო კამპაცო და ნიკოლას ლაპროვიტოლა საშუალოდ მატჩში გაკეთებული ასისტების მხრივ, ევროლიგის ლიდერები არიან, მაიკ ჯეიმსი კი მეორე საუკეთესო მექულეა. ამ მოთამაშეებს ბურთი სულ აქვთ და პიკ ენდ როლებისას ბლოკებს ხშირად ითხოვენ. შენგელიას კი ბურთის მეტოქის ნახევარზე გადამტანის როლი აქვს და საოცარ სტატისტიკას ფარიდან ზურგით მდგომი აფიქსირებს.

ევროლიგაში დიდი იშვიათობაა მაღალი კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია, ჩემპიონატის ყველაზე დინამიკურ გამთამაშებლებთან ტოლ-სწორად იყოს. შენგელიამ ვირტუს ბოლონიას მთლიანი დღის წესრიგი შეცვალა და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ამ მომენტისთვის, იტალიურ კლუბს ევროლიგაში მეორე საუკეთესო შეტევა ჰყავს. პრაქტიკულად ყოველთვის, როცა თორნიკეს ბურთი აქვს, ქულის აღების შანსებს აჩენს და აქვს უნარი, არაფრისგან რაღაც შექმნას. იგი მეტოქე გუნდის რამდენიმე მოთამაშეს იშორებს და ჭკვიანური პასებით თანაგუნდელებს ხელსაყრელ მდგომარეობაში ტოვებს. შენგელიას აღმასვლა საინტერესო სანახავი იქნება. მას უპრეცედენტო სეზონი არ აქვს, მაგრამ მსგავსი რამ თანამედროვე ევროლიგაში დიდი იშვიათობაა და უფრო დიდი იშვიათობაა გუნდებისთვის, რომლებსაც შემადგენლობა არ გადაუხალისებიათ“.

ცნობისთვის, შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ 6 ტურის შემდეგ, 5 მოგება და 1 წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრა „რეალის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რასპადორი და ოსიმენი ერთად | რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს
რასპადორი და ოსიმენი ერთად | რუდი გარსია ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს