“დამოკიდებულება უნდა შეცვალოს“ - პუიოლი ვინისიუსზე
ვინისიუს ჯუნიორი, რომ „ბარსელონას“ გულშემატკივრებს და ფეხბურთელებს დიდად არ უყვართ, ეს ახალი არავისთვის არის.
კატალონიური გრანდის ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ბრაზილიელ სუპერვარსკვლავზე ისაუბრა და რჩევა მისცა.
რა თქვა პუიოლმა?
„სიამოვნებით დაველაპარაკებოდი მას, როგორც ჩემს კოლეგას. მინდა ვუთხრა, თუ რას ვფიქრობ და ვგრძნობ მასზე. ის არის ფეხბურთელი, რომელიც სხვა გუნდებთან განსხვავებას ქმნის. მას ყველა სფეროში პატივს უნდა სცემდნენ. თუ ვინისიუსი თავის დამოკიდებულებას შეცვლის, უფრო მეტი აღიარება ექნება.“
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევს ძირითადად გოლის აღნიშვნის მანერის გამო აკრიტიკებენ. სხვადასხვა დროს, ჯუნიორმა გოლის გატანის შემდეგ ცეკვა დაიწყო, რაც მაგალითად „ატლეტიკოს“ მოთამაშეებს არ ესიამოვნათ და ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი კონფლიქტი მოყვა.