მილანი, არიგო საკი
Aa
Aa

არიგო საკი: “მილანის პრობლემა უცხოელი ფეხბურთელები არიან“

„მილანს“ ცუდი პერიოდი აქვს. „როსონერიმ“ სერია ა-ს ბოლო 3 მატჩიდან 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. ამას ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხიც ემატება „პარი სენ ჟერმენთან“.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა არიგო საკიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში ძალიან ბევრი ლეგიონერია და ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

რა თქვა საკიმ?

„ვინმეს ჰგონია, რომ ეს პიოლის ბრალია? იმედი მაქვს, არა! ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეცდომა თავიდანვე დაუშვეს. საიდან მოდის პრობლემა? გუნდში ძალიან ბევრი უცხოელი მოიყვანეს. უცხოელ ფეხბურთელებს ყოველთვის სჭირდებათ სერაი ა-სთან ადაპტირება და ამას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. ამან კი „მილანის“ შედეგებზე გავლენა მოახდინა.

ეს ბიჭები დაბნეულები არიან და „მილანი“ კრიზისში აღმოჩნდა. ასევე ვფიქრობ, რომ მოთამაშეებმა ჯერ ვერ გაიაზრეს სად და რომელ გუნდში თამაშობენ. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის მოგვარება რთული იქნება.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, „როსონერი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და პირველ ადგილზე მყოფ „ინტერს“ 6 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნს კეინის სასტუმროში ცხოვრება მილიონი ევრო დაუჯდა
ბაიერნს კეინის სასტუმროში ცხოვრება მილიონი ევრო დაუჯდა