ფლუმინენსესთან მარცხი ვერ გადაიტანა | ბოკას ქომაგმა წაგებული ფინალის გამო თავი მოიკლა
კოპა ლიბერტადორესის წლევანდელი გათამაშების ფინალში, „ბოხა ხუნიორსი“ „ფლუმინენსეს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, გადამწყვეტი კი ჯონ კენედის გოლი აღმოჩნდა, რომელმაც ბრაზილიურ კლუბს ტიტული მოუტანა.
„ბოკა ხუნიორსის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა „ფლუმინენესთან“ განცდილი მარცხი ვერ გადაიტანა და თავი მოიკლა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს და წერს, რომ 23 წლის მარსელო მორალესმა, რომელიც პოლიციის ოფიცერი გახლდათ, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
„არ მეგონა, რომ ჩემი შვილი ამ დონემდე მივიდოდა და თავს მოიკლავდა. რამდენიმე კვირის წინ, მამამისს უთხრა, რომ თუ 4 ნოემბერს ბოკა ფინალს წააგებდა, თავს მოიკლავდა. გვეგონა, ხუმრობდა, მაგრამ... მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაშია და ადამიანთა სიცოცხლე მასში არ უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა მორალესის დედამ.
არგენტინული პრესის მიხედვით, მან წაგებისგან მიღებულ ტკივილს ვერ გაუძლო და თავის მოკვლა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. დედამისის თქმით, იგი „ბოკა ხუნიორსის“ მარცხს ყოველთვის ძალიან განიცდიდა და შვილი სწორედ არგენტინულმა კლუბმა წაართვა.