ლივერპული, ლუის დიასი
Aa
Aa

“გთხოვთ, დააბრუნეთ მამაჩემი“ - ლუის დიასმა გამტაცებლებს მიმართა

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ლუის დიასის მშობლები გაიტაცეს. მომხდარიდან სულ მალე „ლივერპულის“ ფეხბურთელის დედა ძალიან მალე გაათავისუფლეს, ხოლო მამა დღემდე გატაცებულია და არავინ იცის სად არის.

რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი ორგანო სამძებრო საქმიანობაში ჩართულია, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ არის. ლუის დიასმა სიჩუმე დაარღვია და გამტაცებლებს საჯაროდ მიმართა.

დიასი:

„ყოველ წამს და ყოველ წუთს ჩვენი ტანჯვა იზრდება. მე, დედაჩემი და ჩემი ძმები სასოწარკვეთილები ვართ. სიტყვებს ვერ აღვწერთ, თუ რას ვგრძნობთ ახლა. ეს ტანჯვა დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ის სახლში დაბრუნდება. გთხოვთ, მთელი პატივისცემით დაუყოვნებლივ მოვაგვაროთ ეს და მამაჩემი სახლში დააბრუნეთ. გთხოვთ, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს მტკივნეული ლოდინი. სიყვარულისა და თანაგრძნობის სახელით, გთხოვთ, გადახედოთ თქვენს ქმედებებს და მოგვცეთ საშუალება, დავიბრუნოთ მამა.“

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი კოლუმბიაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მშობლები მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი სახლთან მანქანას აჩერებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიხარულით მივიღებთ“ | მეცში მიქაუტაძის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრეს
„სიხარულით მივიღებთ“ | მეცში მიქაუტაძის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრეს