ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„მოდი, გარეთ გავიდეთ“ | დაპირისპირება ვინისიუსსა და დიმიტრიევსკის შორის

ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში, მადრიდის „რეალი“ საკუთარ კედლებში „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდა. „სამეფო კლუბმა“ მიმდინარე სეზონში გოლი პირველად ვერ გაიტანა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას, „ბლანკოსის“ სუპერვარსკვლავს, ვინისიუს ჟუნიორს და „რაიოს“ მეკარეს, სტოლე დიმიტრიევსკის რამდენჯერმე შეკამათება მოუვიდათ. ერთ-ერთ მომენტში, ბრაზილიელი დიმიტრიევსკის შეეჯახა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა. შეხვედრა რამდენიმე წამით შეწყდა, მატჩის გაგრძელების შემდეგ კი ვინისიუსმა „რაიოს“ გოლკიპერს უთხრა: „მე და შენ გარეთ გავიდეთ! მოდი, გარეთ გავიდეთ“.

საფინალო სასტვენის შემდეგ, დიმიტრიევსკიმ „რეალის“ გარემარბის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა: „ვინისიუსი შესანიშნავი ფეხბურთელია. დაძაბულ მატჩებში ასეთი სიტუაციები ხშირად იქმნება ხოლმე. მან თქვა, რომ მოგვიანებით შემხვდებოდა? კარგია, რომ ვნახავ, ჩავეხუტები“.

ცნობისთვის, „რაიოსთან“ აღებული ქულის შემდეგ, კარლო ანჩელოტის ბიჭებს 29 ქულა დაუგროვდათ. „რეალი“ მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ჟირონას“ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ძალიან მაბრაზებს“ - ბარახამ პაულისტასა და მამარდას ეპიზოდზე ისაუბრა
„ეს ძალიან მაბრაზებს“ - ბარახამ პაულისტასა და მამარდას ეპიზოდზე ისაუბრა