გაბრიელ სიგუა, ფაბიო ჩელესტინი
Aa
Aa

„ეს კარგის ნიშანია“ - ბაზელის მწვრთნელმა სიგუაზე ისაუბრა

შვეიცარიის სუპერლიგის მე-12 ტურში, გაბრიელ სიგუას „ბაზელი“ საკუთარ მოედანზე „ივერდონს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

გაბრიელ სიგუა მოედანზე 56-ე წუთზე, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბაზელის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ჩელესტინიმ განვლილი მატჩი შეაჯამა და ქართველ ფეხბურთელზეც ისაუბრა.

რა თქვა ჩელესტინიმ:

ეს გამარჯვება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო. მოგება ყველაფერს ამარტივებს. ეს ვარჯიშებზეც ნაკლებად გღლის. რთული ასახსნელია, მაგრამ ასეა. დღევანდელი მატჩი ჩვენი მხრიდან სრულყოფილი არ ყოფილა, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ. თუ ყველაფერი სწორად არ მიდის, სხვაობას ბრძოლა ქმნის, მენტალიტეტი გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი ყველა კუთხეში იბრძოდა. კიდევ ერთხელ, ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა.

რაც შეეხება სიგუას და ბარის, როდესაც ორი მოთამაშე სკამიდან შემოდის და ბოლო 20-25 წუთში გოლს ერთად გაიტანენ, ეს კარგის ნიშანია.

ქართველი ფეხბურთელისთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში მეორე იყო. ამის გარდა, სიგუას ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაცაა.

12 ტურის შემდეგ, ბაზელი შვეიცარიის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 8 ქულით ბოლო ადგილს იკავებს, თუმცა, კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული და გამარჯვების შემთხვევაში მე-10 ადგილზე გადაინაცვლებს. გაბრიელ სიგუას გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, სტუმრად „სერვეტთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები