ლევან მჭედლიძე
Aa
Aa

„ამ საოცარ სპორტთან გამომშვიდობება მიწევს“ - ლევან მჭედლიძემ კარიერა დაასრულა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ 32 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

რას ამბობს მჭედლიძე:

თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ამ საოცარ სპორტთან მიწევს გამომშვიდობება... ფიზიკური პრობლემების გამო. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მედგა ამ დროის მანძილზე…

გამორჩეულად მადლობას ვუხდი „ემპოლის“, კლუბს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში და გვერდში მედგა პირველივე დღიდან...

ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს ნაკრების მაისურით ნათამაშები ყოველი თამაში გამორჩეული და საამაყო იყო ჩემთვის!

ლევან მჭედლიძემ საფეხბურთო კარიერა 2005 წელს, გორის „დილაში“ დაიწყო, 2006 წელს კი „ემპოლიში“ გადავიდა. 2 სეზონის განმავლობაში ის „პალერმოში“ თამაშობდა, 2010 წელს კი კვლავ „პალერმოში“ დაბრუნდა და გუნდის მაისურით 156 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 20 გოლი გაიტანა. 2019 წელს მჭედლიძე საქართველოში დაბრუნდა და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ კლუბ თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც 2020 წლამდე 5 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი 2021 წელს ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა და 3 მატჩის ჩატარებაც მოასწრო, მისი ბოლო კლუბი კი ქუთაისის „ტორპედო“ იყო, სადაც 25-ჯერ მოირგო გუნდის მაისური, თავი კი 3 გოლით გამოიჩინა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მჭედლიძეს ეროვნულ გუნდში დებიუტო 2007 წელს ჰქონდა. 2019 წლამდე მან „ჯვაროსნების“ მაისური 31 შეხვედრაში მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შეცვლაზე შემოვიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა - სიგუამ ბაზელს მოაგებინა
შეცვლაზე შემოვიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა - სიგუამ ბაზელს მოაგებინა