„ძლიერი ხასიათი აქვს, ბედნიერი ვარ, რომ მასთან ვმუშაობ“ - კალეხა ქოჩორაშვილზე
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ შინ „მირანდესს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში ფრედ 2:2 ითამაშა. ვალენსიელებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.
ქართველმა ნახევარმცველმა 26-ე წუთზე ჯარიმიდან გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ქოჩორაშვილი თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და ყველაზე მაღალი შეფასებაც (7.4) მიიღო.
მატჩის შემდეგ „ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ კალეხამ ქართველი ფეხბურთელი შეაქო.
„ბევრი სირთულის გადალახვა გვიწევს. უკვე 11 მოთამაშის შეკრებაც კი რთულია (გუნდში ბევრი ტრავმირებული და დისკვალიფიცირებულია). დღეს მორიგი სირთულე დავძლიეთ. მომენტების უკეთ გამოყენება გვმართებს.
ქოჩორაშვილი? ის ნამდვილი მეომარია. პრესინგს კარგად თამაშობს, კონკურენტუნარიანია და მეტოქეებზე დიდ ზეწოლას ახდენს. შემდეგ კი ბურთთან ერთად ის სიტუაციის შეფასებასაც ახდენს. მას აქვს ხასიათი, გუნდს საკუთარ თავს სთავაზობს. დინამიურად მოქმედებს. როგორც ფეხბურთელი იზრდება.
ქოჩო ზოგჯერ გუნდს მხრებით მიათრევს, მათ წინსვლისკენ უბიძგებს. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობა მიწევს“.
- განაცხადა კალეხამ.
„ლევანტე“ ცხრილში 24 ქულით მე-6 ადგილზეა. ვალენსიელები ლიდერებს 3-4 ქულით ჩამორჩებიან.