მარსელო, ფლუმინენსე, ბოკა ხუნიორსი
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ფლუმინენსე კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულია

გულშემატკივრებმა მორიგი დაუვიწყარი კოპა ლიბერტადორესის ფინალი იხილეს. ერთმანეთს „ფლუმინენსე“ და „ბოკა ხუნიორსი“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი საოცარ ტემპში წარიმართა და რა თქმა უნდა, დაძაბულობა არ აკლდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და დამატებით 15-წუთიანი ტაიმები დაინიშნა.

ანგარიში 36-ე წუთზე „ფლუმინენსემ“ გახსნა. თავი კანომ გამოიჩინა, რასაც 72-ე წუთზე ადვინკულამ უპასუხა.

99-ე წუთზე „ფლუმინენსეს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ჯონ კენედიმ გაიტანა და გოლიდან 3 წუთში მინდვრიდან გააძევეს. დროის სვლასთან ერთად, უხეშობა იზრდებოდა და ამ ყველაფერს პირველი 15-წუთიანი დამატებითი ტაიმის დამატებულ მე-7 წუთზე ფაბრას გაძევება მოყვა.

„ბოკა ხუნიორსი“ ბევრს ცდილობდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო და „ფლუმინენსე“ ისტორიაში პირველად კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული გახდა.

ცნობისთვის, „ბოკა ხუნიორსი“ გამარჯვების შემთხვევაში, კოპა ლიბერტადორესის ჩემპიონობის რაოდენობით „ინდეპენდიენტეს“ გაუთანაბრდებოდა.

შეგახსენებთ, „ფლუმინენსეს“ რიგებში მარსელო თამაშობდა, რომელიც მე-80 წუთზე გაიყვანეს. ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა მშობლიურ კლუბთან ერთად მეორე ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: თუ, რეალი მბაპეს ვერ შეიძენს, მუსიალას გაფორმებას შეეცდება
BILD: თუ, რეალი მბაპეს ვერ შეიძენს, მუსიალას გაფორმებას შეეცდება