ნაპოლი, სალერნიტანა, რუდი გარსია
Aa
Aa

“ელმასის გამო ბედნიერი ვარ“ - რუდი გარსია სალერნიტანასთან მატჩის შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გარსიამ?

„პირველად მოხდა ისე, რომ პირველ 15 წუთში გავიტანეთ გოლი. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო. გატანილი გოლის შემდეგ, კონცენტრაცია ოდნავ დავკარგეთ და ამის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ. მიუხედავად ამისა, გოლი არ გავუშვით და შეტევაში მაინც ეფექტურები ვიყავით. უფრო მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ოჩოა მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ელმასის გამო ბედნიერი ვარ. ის გოლის გატანას იმსახურებდა. ვინც სკამიდან შემოდის, გუნდს ყოველთვის ეხმარება. რასპადორის თამაშით კმაყოფილი ვარ. მას უდიდესი ხარისხი აქვს. ვფიქრობ, უნივერსალია და რამდენიმე როლის შესრულება შეუძლია.

შევცვლი, თუ არა 4-3-3 სისტემას? ეს დამოკიდებულება მომენტზე, მეტოქეზე და კონკურენციაზე. ვფიქრობ, მეტოქეებმა ეს სქემა შეისწავლეს და რაღაც ახალი არის მოსაფიქრებელი. ახლა „უნიონისთვის“ უნდა მოვემზადოთ და ნეაპოლში 3 ქულით დავბრუნდეთ.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომავალ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 8 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისმაელმა შანსი მისცა - ჩაკვეტაძემ ჰადერსფილდთან სასტარტოში ითამაშა
ისმაელმა შანსი მისცა - ჩაკვეტაძემ ჰადერსფილდთან სასტარტოში ითამაშა