ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიური მედია: “ხვიჩა სკამზე სასოწარკვეთილი სახით იჯდა“

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. როგორც ყოველთვის, ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელი ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი გააკეთა.

მიუხედავად ამისა ის მაინც აქტიური იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიამ კვარა მეორე ტაიმში შეცვალა.

რას წერს AreaNapoli?

„ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე სასოწარკვეთილი სახით იჯდა. მისთვის დღევანდელი მატჩი სულაც არ იყო ბედნიერი. DAZN-ის კამერებმა დააფიქსირეს ხვიჩა კვარაცხელიას მოწყენილი სახე დააფიქსირეს. მეტწილად, ის თავჩაღუნული იჯდა.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „ჯვაროსნების“ შემტევმა სერია ა-ში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩას ყველა მომენტი სალერნიტანასთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტივი გამარჯვება - შავმა ლომმა იბერიანზი დაამარცხა
მარტივი გამარჯვება - შავმა ლომმა იბერიანზი დაამარცხა