დონჩიჩის შედეგი გაიმეორა - შენგელია ევროლიგის ტურის MVP გახდა
ევროლიგის გასულ ტურში „ვირტუს ბოლონია“ ამადუ „ეფესს“ დაუპირისპირდა და 93:81 დაამარცხა. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი თორნიკე შენგელია იყო.
ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 32 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და ამ შედეგით ის მატჩის MVP გახდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის კარგი თამაში კიდევ უფრო მეტად დაფასდა. შენგელია ევროლიგის ტურის MVP-იც გახდა, რაც მის კარიერაში მერვედ მოხდა.
ამ შედეგით კი 32 წლის კალათბურთელმა ლუკა დონჩიჩის შედეგი გაიმეორა. ამ მხრივ, რეკორდი ნანდო დე კოლოს ეკუთვნის. ფრანგი კალათბურთელი ევროლიგაზე ტურის MVP 16-ჯერ გახდა.
Round 6 MVP is Toko Shengelia from @VirtusSegafredo ????
— Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) November 4, 2023
The man can't stop ????
An outstanding individual performance to earn the R6 MVP honors with a PIR of 30. pic.twitter.com/ojWrwNej5o