რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, სერხიო რამოსი
Aa
Aa

რამოსი: “მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან ახლოს ვიყავი“

სერხიო რამოსი ტრავმირებულია და რამდენიმე მატჩს გამოტოვებს. ჟურნალისტებმა კი დრო იხელთეს და ლეგენდარულ ესპანელთან ინტერვიუ ჩაწერეს. ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა AS-თან ისაუბრა

რა თქვა რამოსმა?

„იყო დრო, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოს ვიყავი. მამაჩემი მათი დიდი გულშემატკივარია, მაგრამ მაშინ მე „რეალში“ დარჩენა გადავწყვიტე. მიუხედავად ამისა, პრემიერ ლიგაში თამაში ყოველთვის მინდოდა. იქ განსხვავებული ტემპია და ეს საინტერესოა. პრემიერ ლიგას და „იუნაიტედს“ დიდ პატივს ვცემ. მადრიდში დარჩენით ბედნიერი ვიყავი, ხოლო ახლა „სევილიაში“ ვარ ბედნიერი.

„სევილიამ“ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. საწყისი ნაბიჯები სწორედ აქ გადავდგი. ამ გუნდმა ყველაფერი მომცა და შანსს დღემდე მაძლევს. აქ გადმოსვლა ჩემთვის დაუვიწყარი მომენტი იქნება, რადგან ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი. ყოველდღე დიდი სიამოვნებას ვიღებ.

აქ ბევრი ახლო მეგობარი მყავს. ადამიანები, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობ. „სევილიაში“ თამაში ახლა ჩემს სულს ამშვიდებს. როგორი გამოცდილებაც არ უნდა მიიღო სხვა გუნდში ან საზღვარგარეთ, არის რაღაცები, რასაც ფულით ვერ იყიდი.“

შეგახსენებთ, რომ რამოსი ანდალუსიურ კლუბში მიმდინარე წლის ზაფხულში დაბრუნდა. ზაფხულიდან დღემდე, სერხიომ „სევილიას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 7-ჯერ მოირგო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: თუ, რეალი მბაპეს ვერ შეიძენს, მუსიალას გაფორმებას შეეცდება
BILD: თუ, რეალი მბაპეს ვერ შეიძენს, მუსიალას გაფორმებას შეეცდება