ჩავი ერნანდესი, ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

„აქ ასეთი მატჩების წასაგებად არ მოვსულვარ“ - გიუნდოგანმა გუნდს მიმართა

„ელ კლასიკოში“ დამარცხების შემდეგ, გასახდელში ილქაი გიუნდოგანმა გუნდელებს სიტყვით მიმართა და მათ მიმართ კრიტიკული იყო.

„აქ ასეთი მატჩების წასაგებად არ მოვსულვარ. მინდა, რომ გასახდელში მეტი ბრაზი და სინანული დავინახო“.

- უთხრა გიუნდოგანმა გუნდელებს.

ჩავი ერნანდესი ილქაის ეთანხმება და მის სიტყვებში საგანგაშოს ან კონფლიქტურს ვერაფერს ხედავს.

„ჩვენ სრულყოფილებას ვიცავთ. გიუნდოს სიტყვები წინააღმდეგობრივად არ მიგვაჩნია. ჩვენ ვეთანხმებით მის ნათქვამს.

კლასიკო ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ. გასახდელში კამათი არ ყოფილა. მან გამოხატა ბრაზი, რომელიც შინაგანად ყველას გვქონდა. მისი კულტურა ჩვენგან განსხვავებულია.

თუ გადავხედავთ მაგალითად ბაიერნის მარცხს, მიულერი მატჩის შემდეგ კრიტიკული იყო. გასახდელში ამას არანაირი დაპირისპირება არ მოჰყოლია“,

- განაცხადა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ბარსას“ ჯუდ ბელინგემის დუბლით 2:1 მოუგო და სატურნირო ცხრილში 4 ქულით გაასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები