ოქროს ბურთი: რომელმა ქვეყნებმა შეიყვანეს კვარა ხუთეულში
2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ნელ-ნელა ცნობილი ხდება, თუ რომელმა ქვეყანამ ვის მისცა ხმა.
დღეს გამოქვეყნდა სია, ქვეყნების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტების ხმები, რომლებმაც თავიანთი აზრით ტოპ 5-ეულები დაასახელეს.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ოქროს ბურთზე პირველად იყო ნომინირებული, მოწინავე ხუთეულში სულ ოთხმა ქვეყანამ შეიყვანა:
სომხეთი: 1) მესი. 2) მბაპე. 3) ჰოლანდი. 4) მოდრიჩი. 5) კვარაცხელია.
იორდანია: 1) ჰოლანდი. 2) მბაპე. 3) სალაჰი. 4) ვინისიუსი. 5) კვარაცხელია.
საქართველო (ზურაბ ფოცხვერია): 1) მესი. 2) მბაპე. 3) კვარაცხელია. 4) გიუნდოგანი. 5) როდრი.
იტალია: 1) მესი. 2) ჰოლანდი. 3) მბაპე. 4) როდრი. 5) კვარაცხელია.
პირველ ადგილოსანს წესების მიხედვით 6 ქულა ერგება, მეორეს 4, მესამეს 3, მეოთხეს 2 და მეხუთეს 1. კვარამ ჯამში 6 ქულა მიიღო. ისევე როგორც ბენზემამ.
აქვე გეტყვით, რომ ლეო მესიმ ოქროს ბურთი 462 ქულით მოიგო. მან ერლინგ ჰოლანდს (357) 105 ხმით გაუსწრო.
???? Leo Messi won the Ballon d’Or over Erling Haaland by 105 points.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 4, 2023
???????? Leo Messi - 462 points
???????? Erling Haaland - 357 points
…here full list of votes country by country! ????????️
???????? South Africa: Messi
???????? Albania: Messi
???????? Algeria: Haaland
???????? Germany: Messi
???????????????????????????? England: Messi
????????… pic.twitter.com/IeXwbESkIQ
კვარას კომენტარი ოქროს ბურთზე:
„ეს ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. აქ მოხვედრაზე ყოველთვის ვოცნებობდი და დიდი პატივია ასეთი დონის ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა.
მესიმ წელს ოქროს ბურთი დაიმსახურა. მან მუნდიალი მოიგო. სიტყვები არ მაქვს იმის აღსაწერად, რაც მან გააკეთა.
მარადონა? ის ჩვენს ქალაქში ღმერთია".