ხვიჩა კვარაცხელია, ალექსანდრ გოლოვინი
Aa
Aa

„ხვიჩას მსგავსად ეს მასაც შეუძლია“ | სიომინს გოლოვინის სჯერა

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „კვარაზე“ და ალექსანდრ გოლოვინზე ისაუბრა. სიომინის სიტყვები РБ Спорт-მა გაავრცელა და გამოცდილმა სპეციალისტმა გოლოვინს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

„შეუძლია, გოლოვინს ხვიჩას მსგავსად ოქროს ბურთის პრეტენდენტებს შორის მოხვდეს? დიახ, ეს სავსებით შესაძლებელია, თუმცა ამისთვის წინსვლაა საჭირო, რადგან კვარაცხელიამ ნაპოლისთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო“.

ცნობისთვის, „კვარამ“ ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა და მასზე წინ კარიმ ბენზემა, ემილიანო მარტინესი, ილქაი გიუნდოგანი, იასინ ბონო, რობერტო ლევანდოვსკი, მოჰამედ სალაჰი, ლუკა მოდრიჩი, ბერნარდუ სილვა, ვიქტორ ოსიმენი, ხულიან ალვარესი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრი, კევი დე ბრუინი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი და ლიონელ მესი იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის ბოლოს, ქართველი შემტევი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინძაგი ნაპოლისთან მატჩზე: „მათთვის კონკურენციის გაწევა შეგვიძლია“
ინძაგი ნაპოლისთან მატჩზე: „მათთვის კონკურენციის გაწევა შეგვიძლია“