ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში | უმედლო პირველი დღე

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა. ტურნირის პირველი დღე ქართველი ჯუდოკებისთვის წარუმატებელი გამოდგა და მედალი ვერც ერთმა მათგანმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების სახელით ტატამიზე 4 ჯუდოკა გავიდა. ვაჟთა შორის, გიორგი სარდალაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა იასპარეზეს. სარდალაშვილმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე რაუნდში კი რუს რამაზან აბდულაევს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა. იგივე ბედი ეწია მარგველაშვილს, რომელმაც მეორე რაუნდში მურად ჩოპანოვთან წააგო.

ქალთა შორის, ეთერ ლიპარტელიანმა და ნინო ლოლაძემ იასპარეზეს. ლოლაძემ პირველ წრეში ლილი ნაირნი დაამარცხა, მაგრამ მეორე რაუნდში პაულინ სტარკთან წააგო. ლიპარტელიანს ბრინჯაოს აღების შანსი ჰქონდა, მაგრამ რეპეშაჟში სარა ლეონი სისიკესთან წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ხვალ, ტატამიზე 6 ჯუდოკას ვიხილავთ. -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი იასპარეზებენ. -81-ში, ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი გავა. ქალთა შორის, -63-ში ეთერ ასკილაშვილი იჭიდავებს, -70-ში კი - ნინო გულბანი და მარიამ ჭანტურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეტევის ბრწყინვალედ დასრულება შეუძლია - აიაქსის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
შეტევის ბრწყინვალედ დასრულება შეუძლია - აიაქსის მწვრთნელი მიქაუტაძეზე