კანისარესსა და ვილას გაასწრო - მამარდას მორიგი აღიარება ვალენსიაში
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას’’ ზედიზედ 53 მატჩში სასტარტოში ითამაშა, სერია ესპანეთის თასზე „ლოგრონესთან’’ შეწყდა, როცა რუბენ ბარახამ ქართველი მეკარე დაასვენა, გიორგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
Mundo Deporivo-ს ცნობით, 1998 წლის შემდეგ მამარდაშვილი „ვალენსიას’’ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 53-მატჩიან ნიშნულს მიაღწია, 1997-98 წლების სეზონში ანდონი სუბისარეტამ „ღამურენოს’’ სასტარტოში ზედიზედ 54 შეხვედრაში ითამაშა.
1998 წლის შემდეგ მამარდაშვილის მიღწევა ისეთმა ფეხბურთელებმა ვერ გაიმეორეს, როგორებიც სანტიაგო კანისარესი ( 45 მატჩი), რობერტო აიალა (35 მატჩი), დავიდ ვილა (35 მატჩი) და დანი პარეხო (27) იყვნენ. ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობით ქართველმა მეკარემ აღნიშნულ ფეხბურთელებს აჯობა. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით 21-ე საუკუნეში „ვალენსიას’’ მოთამაშეთა შორის მამარდაშვილი საუკეთესოა.
2021 წლის ზაფხულში თბილისის „დინამომ’’ მამარდაშვილი „ვალენსიაში’’ გაანათხოვრა, ზამთარში „ღამურებმა’’ ქართველი მეკარე დაახლოებით მილიონ ევროდ გამოისყიდეს. ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ამ სეზონში ლა ლიგის 11 მატჩში 13 გოლი გაუშვა, კარი მშრალად „ლას პალმასთან’’, მადრიდის „ატლეტიკოსთან’’ და „კადისთან’’ შეინახა.