ლებრონის და დურანტის შედეგი გაიმეორა - ვემბანიამას სუპერმატჩი
NBA-ში „ფენიქს სანსი’’ „სან ანტონიო სპურსთან’’ 121-132 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილი თადარიგში იყო, არ უთამაშია, მისმა თანაგუნდელმა ვიქტორ ვემბანიამამ ფანტასტიკური პერფორმანსი აჩვენა, 38 ქულა ჩააგდო. ასევე, 10 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შეასრულა.
ლებრონ ჯეიმსისა და კევინ დურანტის შემდეგ ვიქტორ ვემბანიამა მესამე კალათბურთელია, რომელმაც „თინეიჯერობისას’’ (20-წლამდე) 35 ქულაზე მეტი დააფიქსირა და ასევე 10 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა.
წლევანდელი დრაფტის პირველმა ნომერმა NBA-ში მხოლოდ მეხუთე მატჩი ჩაატარა.
„ჩემი მიზანია ბეჭედი, რაც შეიძლება სწრაფად მოვიგო. ასე რომ, მზად იყავით“, - განაცხადა ვემბანიამამ მაისში, როცა გაიგო, რომ დრაფტის ლატარია „სან ანტონიომ“ მოიგო. „ისედაც ნათელი მომავალი გვქონდა, ახლა კი მთვარეზე გავფრინდებით“, - დასძინა „სპურსის“ პრეზიდენტმა და მფლობელმა, პიტერ ჰოლტმა.