გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი, ჯონ ვან \'ტ შიპი
Aa
Aa

შეტევის ბრწყინვალედ დასრულება შეუძლია - აიაქსის მწვრთნელი მიქაუტაძეზე

აიაქსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ‘ტსხიპმა „ვოლენდამთან'' მოგებული მატჩის შემდეგ მედიასთან გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. ქართველი ფორვარდი „ვოლენდამთან'' სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მის გამოყენებას აპირებს.

ჯონ ვან ‘ტსხიპი: „მიქაუტაძეს ძალიან კარგი შეხება აქვს, შეუძლია შეტევა ბრწყინვალედ დაასრულოს, ჩვენ ეს ვარჯიშებზე ვნახეთ. შესაძლოა, ის ჯერ ბოლომდე „აიაქსის’’ იმ სათამაშო სტილთან ადაპტირებული არაა, რომელსაც ახლა ვნერგავთ. როცა ბურთს დაკარგავს, რა უნდა გააკეთოს? და როგორ უპასუხო მეტოქის წნეხს? არის ასპექტები, რისთვისაც მას შესაძლოა უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ აშკარაა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია. ჩვენ მას ნამდვილად გამოვიყენებთ’’.

მოჰამედ ტუბაშ-ტერმა, რომელიც ფრანგული კლუბების შიდა სამზარეულოს ძალიან კარგად იცნობს, რამდენიმე საათის დაწერა, რომ მიქაუტაძის ყოფილი კლუბი, „მეცი“ მის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს. ტუბაშ-ტერი დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ აცხადებს, რომ მიქაუტაძის „მეცში“ განათხოვრება ამსტერდამულ კლუბსაც უნდა აწყობდეს. სავარაუდოდ, საუბარი იჯარის წესით გაშვებას ეხება და გარიგება იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას შედგება.

„გიორგი მიქაუტაძე მეცში? არის მიზეზები, რომელთა გამოც, „აიაქსი“ თანხმობას იტყვის. ლიგა 1-ში გოლებს გაიტანს, კლუბების ყურადღებას მიიქცევს და „აიაქსისთვის“ სოლიდურ აქტივად იქცევა ფეხბურთელი, რომელიც ნიდერლანდური გუნდის ტაქტიკას არ შეეფერება“ - წერს ტუბაშ-ტერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები