ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, პიოტრ ჟიელინსკი
Aa
Aa

ჟელინსკი მიდის? - ლაურენტისთან შეთანხმება ვერც მან მიაღწია

Gazzetta-ს ცნობით, პიოტრ ჟელინსკისა და „ნაპოლის’’ შორის ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე შეთანხმება კვლავ არ მიღწეულა. გასულ ზაფხულში პოლონელმა „ალ-აჰლის’’ წინადადებას უარით უპასუხა, არადა შეთავაზება შთამბეჭდავი იყო, წლიურად 15 მილიონ ევროს მიიღებდა. ამ წინადადებაზე უარის შემდეგ ჟელინსკი „ნაპოლისთან’’ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, აგვისტოში მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ახალი 4-წლიანი კონტრაქტი კვლავ არ გაფორმებულა.

ზამთარში „იუვენტუსი’’ და „ინტერი’’ ჟელინსკის დამატებას ეცდებიან. გასულ ზაფხულში „ნაპოლიდან’’ „იუვენტუსში’’ წასული სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ჟელინსკის დამატებით დაინტერესებულია, თუმცა თუ ზამთარში გარიგება არ შედგა, ფეხბურთელი კლუბს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ანალოგიური ვითარება ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებაშიც იყო, თუმცა საბოლოოდ ახალი კონტრაქტი არც მასთან გაფორმებულა. ყველაფერი მამუკა ჯუღელის ძალიან უცნაური ინტერვიუთი დასრულდა, სადაც ხვიჩას აგენტმა აღიარა, რომ პირობებით კმაყოფილნი არიან და ახალი კონტრაქტის გაფორმება არ განიხილება.

სექტემბერში CalcioNapoli24-მა გამოაქვეყნა მამუკა ჯუღელის ინტერვიუ, კვარაცხელიას მენეჯერი ხაზს უსვამდა, რომ ფეხბურთელი მოქმედი კონტრაქტით კმაყოფილი იყო და ხვიჩა გუნდიდან წასვლაზე არ ფიქრობდა, თუმცა რეალობა დღემდე განსხვავებულია, სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია (წლიური ხელფასი დაახლოებით მილიონი ევროა), რაც ცხადია „ნაპოლის“ მხრიდან კვარაცხელიასადმი უპატივცემულობას გამოხატავს. ასეთი შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, ფეხბურთელი კლუბში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს. ასევე ჩნდება ადეკვატური კითხვები მამუკა ჯუღელის გულწრფელობასთან დაკავშირებით. გასული სეზონიდან მოყოლებული ავტორიტეტული იტალიური გამოცემები წერდნენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენელი „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობდა, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა როგორც ჩანს შემდეგ ვითარება შეიცვალა და მამუკა ჯუღელმა „ნაპოლისთან“ მოლაპარაკება უარყო. ჯუღელის მსგავსად მოლაპარაკება ლაურენტისმაც უარყო, რაც ცხადია სიმართლეს არ შეესაბამება. მხარეები ცრუობდნენ, მოლაპარაკება ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ნამდვილად მიმდინარეობდა, რაზეც იტალიური მედია აქტიურად წერდა, თუმცა შემდეგ რა შეიცვალა უცნობია. ჟელინსკის საკითხიც იდენტურია, ახალი კონტრაქტი არც მასთან ფორმდება, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები