გარი ნევილი, ანტონი
Aa
Aa

ნევილი: ანტონიში 90 მილიონს არავინ გადაიხდიდა, იუნაიტედი 10 წელია ასე მუშაობს

გარი ნევილი თავისი ყოფილი კლუბის „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებ საუბრობს და „მანკუნიანელებს“ აკრიტიკებს.

ნევილი ანტონის ტრანსფერს შეეხო და აღნიშნა, რომ ბრაზილიელის ამ ფასად შეძენა მისთვის აუხსნელი იყო.

„ახლა რთულია ამ გუნდის რომელიმე მოთამაშე განსაჯო, რადგან მინახავს, ​​რომ ისინი სხვა კლუბებში უფრო მაღალ დონეზე თამაშობენ.

გადავიხადო 90 მილიონი ფუნტი ანტონისთვის? არა. და არცერთი კლუბი ამას არ გააკეთებს. მაგრამ ეს არის მანჩესტერ იუნაიტედი, ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ ბოლო 10 წლის განმავლობაში - ზედმეტად გაბერილი სატრანსფერო ფასები.

მეისონ მაუნტი - ვიტყოდი, რომ მისი ტრანსფერი ზაფხულში პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო? ალბათ არა. 55 მილიონ ფუნტ სტერლინგად? - არა. არ ვიტყოდი, რომ ეს პოზიცია გასაძლიერებელი იყო, რადგან გუნდს უკვე ჰყავს ერიქსენი, ბრუნო, ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ შანსების შექმნა და 10 ნომრის ზონაში თამაში.

ნებისმიერ კარგად ფუნქციონირებულ კლუბს აქვს მკაფიო სათამაშო მოდელი და მკაფიო სტრატეგია მოთამაშეების შერჩევისთვის. ფეხბურთელი, რომლებზეც კლუბი განაცხადებს, უნდა შეესაბამებოდეს პროფილს. მანჩესტერ იუნაიტედი კი ახალ მწვრთნელს ტრანსფერებზე დიდი გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევს.

მართალი გითხრათ, აიაქსმა ვერ დაიჯერა, რომ მათ ანტონის სანაცვლოდ ასეთი ფული შესთავაზეს. მათ ბაზარზე მუშაობა უკვე დასრულებული ჰქონდათ, გაყიდეს ლისანდრო მარტინესი 50 მილიონ ფუნტად და მიიღეს სასურველი თანხა. ისინი ანტონის გაყიდვას დათანხმდნენ იმიტომ, რომ თანხის ნახვისას თვალებს ვერ დაუჯეს“,

- ამბობს ნევილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გელაშვილის ცუდი მატჩი იტალიის თასზე - სპეცია სასუოლოსთან დამარცხდა
გელაშვილის ცუდი მატჩი იტალიის თასზე - სპეცია სასუოლოსთან დამარცხდა