მიქაუტაძის დაბრუნება მეცში? | ფრანგული კლუბი ამაზე სერიოზულად ფიქრობს
მოჰამედ ტუბაშ-ტერი ცნობილი ჟურნალისტია, რომელიც ფრანგული კლუბების შიდა სამზარეულოს ძალიან კარგად იცნობს. რამდენიმე წუთის წინ, მან „აიაქსის“ ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი მიქაუტაძეზე დაწერა და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ტუბაშ-ტერის მიხედვით, მიქაუტაძის ყოფილი კლუბი, „მეცი“ მის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს. ტუბაშ-ტერი დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ აცხადებს, რომ მიქაუტაძის „მეცში“ განათხოვრება ამსტერდამულ კლუბსაც უნდა აწყობდეს. სავარაუდოდ, საუბარი იჯარის წესით გაშვებას ეხება და გარიგება იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გაიჩარხება.
„გიორგი მიქაუტაძე მეცში? არის მიზეზები, რომელთა გამოც, აიაქსი თანხმობას იტყვის. ლიგა 1-ში გოლებს გაიტანს, კლუბების ყურადღებას მიიქცევს და აიქსისთვის სოლიდურ აქტივად იქცევა ფეხბურთელი, რომელიც ნიდერლანდური გუნდის ტაქტიკას არ შეეფერება“, - წერს ტუბაშ-ტერი.
Georges Mikautadze, de retour à Metz ??
— Mohamed TOUBACHE-TER (@MohamedTERParis) November 2, 2023
Moyen pr l’AJAX de lui permettre de planter ses buts en Ligue 1, d’attirer des clubs & de solidifier un actif qui ne correspond pas au style tactique de l’équipe !! #FCMetz #Ajax
ცნობისთვის, „აიაქსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან ‘ტსხიპმა მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა და „ვოლენდამთან“ ძირითადში არ დააწყებინა.