სპეცია, ივა გელაშვილი
Aa
Aa

გელაშვილის ცუდი მატჩი იტალიის თასზე - სპეცია სასუოლოსთან დამარცხდა

იტალიის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ივა გელაშვილის „სპეცია“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

იტალიაში არსებული წესების თანახმად, შეხვედრა ერთმატჩიანია.

გელაშვილმა მატჩი სასტარტოდან დაიწყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ კარგი შეხვედრა ჰქონდა. პირიქით, ქართველი მცველი ხშირად არადამაჯერებლად მოქმედებდა. რამდენჯერმე უხეშად შეცდა, რაც გუნდს კინაღამ გოლის გაშვებად დაუჯდა.

საბოლოოდ, გელაშვილი 59-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი ფეხბურთელი პეტკო ხრისტოვმა შეცვალა, რომელიც ამპლუით მცველია. ეს კი გელაშვილის თამაშზე მწვრთნელის პირდაპირი რეაქცია იყო.

გელაშვილის ყველა მომენტი VS სასუოლო

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის „სასუოლოს“ უპირატესობით წარიმართა, თუმცა გამარჯვებული 90 წუთში ვერ გამოვლინდა, ვერც დამატებითებში და საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.

„საფეხბურთო ფორტუნაში“ უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ და 5:4 მოიგეს.

წყვილში გასულს მერვედფინალში ბერგამოს „ატალანტა“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე ნაპოლის ჩაბარებას არ გამორიცხავს - რა შემთხვევაში მოხდება ეს?
კონტე ნაპოლის ჩაბარებას არ გამორიცხავს - რა შემთხვევაში მოხდება ეს?