ტორინოს ლეგენდა: „კვარა ძალიან მგავს, მაგრამ ერთი განსხვავებაა“
„ტორინოს“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კლაუდიო სალამ, რომელსაც მეტსახელად „გოლების პოეტს“ უწოდებენ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ლამაზი სათამაშო სტილის გამო, სალა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო იტალიელ გარემარბად ითვლება და იგი „კვარასთან“ მსგავსებებს ხედავს.
„კვარაცხელია ფენომენალური ფეხბურთელია და ძალიან მგავს. ორივე ფეხს ერთნაირად კარგად იყენებს და მისი აყვანა შეუძლებელია. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, კვარა უფრო ხშირად ურტყამს და მეტი გოლი გააქვს. მჯერა, იგი ჩვენს ოქროს ეპოქაშიც კარგად ითამაშებდა“.
შეგახსენებთ, რომ სეზონის არც თუ ისე კარგი სტარტის შემდეგ, კვარაცხელია ბრწყინვალედ გამოიყურება და შანსი აქვს, სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. EA Sports-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა დაიწყო და ჯილდოს მოგების 6 კანდიდატს შორის „კვარაც“ მოხვდა.
ხვიჩას გარდა გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ „იუვენტუსის“ მცველი, ბრემერი, „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი, „ბოლონიას" შემტევი რიკარდო ორსოლინი, „მილანის“ გარემარბი კრისტიან პულიშიჩი და „ფროზინონეს“ თავდამსხმელი, მატიას სულე.