მანჩესტერ სიტი, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

დე ბრუინი: “დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ მეუბნებიან“

მიმდინარე სეზონის საწყის ეტაპზე, კევინ დე ბრუინმა ბარძაყის ძვალზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ბელგიელი ნახევარმცველის დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. იქამდე კი მან ჟურნალისტებთან სასაუბროდ მოიცალა.

რა თქვა დე ბრუინმა?

„ასეთი სერიოზული ტრავმა არასდროს მქონია. ბარძაყის ძვლის ოპერაცია ხშირად არ კეთდება. „ბარნლისთან“ მატჩის შემდეგ, სკანირება გავიკეთე და აზრი რამდენიმე გამოცდილ ქირურგს ვკითხე. ყველამ მითხრა, რომ ოპერაცია მჭირდებოდა.

სამი თვეა რეაბილიტაციის პროცესს გავდივარ და ახლა თავს ბევრად კარგად ვგრძნობ. ოპერაცია ექიმ გერტ დეკლერკთან გავიკეთე, რომელთანაც „მანჩესტერ სიტი“ ყოველდღიურ კომუნიკაციაშია. სამწუხაროდ, ვერ მეუბნები ზუსტ თარიღს, თუ როდის დავბრუნდები.“

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინის გარეშე „ქალაქელები“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 24 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ტოტენჰემს“ 2 ქულით ჩამორჩება.

პრემიერ ლიგის გასულ ტურში, გუარდიოლას გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ესტუმრა და უშანსოდ 3:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ 1-წლიანი იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ბარსა ატლეტიკოს 80 მილიონს ვერ უხდის
კიდევ 1-წლიანი იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ბარსა ატლეტიკოს 80 მილიონს ვერ უხდის