ჩელსი, ნაპოლი, რომელუ ლუკაკუ, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ტრანსფერში ლუკაკუს ჩართავენ - ჩელსი ოსიმენისთვის იბრძოლებს

ვიქტორ ოსიმენის „ნაპოლიდან“ აბარგების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა. Calciomercato-ს ინფორმაციით, ნიგერიელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს კვლავ ლონდონის „ჩელსი“ იჩენს.

„არისტოკრატები“ ვიქტორის გადაბირებას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა „პარტენოპეიში“ დარჩენა გადაწყვიტა.

წყაროს ცნობით, ოსიმენის გადაბირებით პირადად მაურისიო პოჩეტინოა დაინტერესებული. ეს ყველაფერი ლონდონელთა ცუდმა შედეგებმა გამოიწვია. რეალურად, „ლურჯებმა“ ახალ ფეხბურთელებში ძალიან ბევრი ფული დახარჯეს, მაგრამ ბევრმა მათგანმა ვერ გაამართლა.

ასევე ვიგებთ, რომ „ჩელსის“ ოსიმენის ტრანსფერში რომელუ ლუკაკუს ჩართვაც სურს, რომელიც ამჟამად იჯარის წესით „რომაში“ თამაშობს და შესანიშნავ ფორმაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი თავის ვარსკვლავს 120 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა, თუმცა, თუ ტრანსფერში ლუკაკუ ჩაერთვება და შეთანხმება შედგება, წესით აღნიშნული ღირებულება შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ოსიმენს ტრავმა აქვს და მისი დაბრუნება ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BBC: ბობი ჩარლტონის სიკვდილი შემთხვევითობა იყო
BBC: ბობი ჩარლტონის სიკვდილი შემთხვევითობა იყო