ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

კონტე ნაპოლის ჩაბარებას არ გამორიცხავს - რა შემთხვევაში მოხდება ეს?

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს კანდიდატურას 1 თვის წინ აქტიურად განიხილავდნენ, თუმცა დე ლაურენტისმა მასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ცნობილი იტალიური გამოცემა Repubblica წერს, რომ კონტემ ნეაპოლელებთან სასაუბროდ „კარი ღია დატოვა“.

წყაროს ცნობით, კონტეს შუა სეზონში გუნდის ჩაბარების სურვილი არ აქვს, თუმცა, თუ „ნაპოლის“ საქმეები ცუდად წავა და ვითარება გაუარესდება, გარსიას დათხოვნის შემთხვევაში შესაძლოა მან თანხმობა განაცხადოს.

Repubblica-ს ცნობით, მოლაპარაკებები შესაძლოა განახლდეს, თუ გარსიას სკამი შეირყევა.

ჯერჯერობით, რუდი გარსია პოსტზე რჩება და მიუხედავად იმისა, რომ სეზონში ვერცერთი რთული მატჩის მოგება ვერ მოახერხა, დე ლაურენტისი ვითარებას საგანგაშოს არ უწოდებს, თუმცა ფრანგი სპეციალისტი კვლავ დაკვირვების ქვეშ რჩება და ყოველი ვერმოგებული მატჩი, მის ნეაპოლურ კარიერას მერყევს ხდის.

„ნაპოლის“ უახლოესი 3 მატჩი საკმაოდ მარტივი აქვს. ჯერ სერია A-ს ბოლოადგილოსან „სალერნიტანას“ ესტუმრებიან, შემდეგ „უნიონ ბერლინს“ ჩემპიონთა ლიგაზე უმასპინძლებენ და კვლავ საშინაო მატჩი საკმაოდ სუსტ „ემპოლისთან“.

აი ამის შემდეგ, ნეაპოლელებს ურთულესი დღეები ელით. 4 უმძიმესი მატჩი მიჯრით: „ატალანტა“ (სტუმრად), „რეალი“ (სტუმრად), „ინტერი“ (შინ), „იუვენტუსი“ სტუმრად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსა-რეალის ანალიზი, ის რაც ბევრს გამორჩა | კვარას პრობლემა!
ბარსა-რეალის ანალიზი, ის რაც ბევრს გამორჩა | კვარას პრობლემა!