კიდევ 1-წლიანი იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ბარსა ატლეტიკოს 80 მილიონს ვერ უხდის
ჟოაო ფელიქსი „ბარსელონაში“ შესაძლოა კიდევ ერთი სეზონით დარჩეს.
პორტუგალიელის იჯარას ვადა 2024 წლის ზაფხულში გასდის. კატალონიელებს ფეხბურთელის სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტი კონტრაქტში არ აქვთ.
Sport-ის ცნობით, „ბარსა“ „ატლეტიკოს“ მიერ მოთხოვნილ 80 მილიონ ევროს ვერ გადაიხდის. ამიტომ კიდევ 1-წლიან იჯარას შესთავაზებს, რომელშიც მადრიდელებს გარკვეულ თანხას (რიცხვი არ სახელდება) გადაუხდიან. ახალ ხელშეკრულებაში კი გამოსყიდვის ვალდებულება უკვე ჩაიწერება. ასეთ შემთხვევაში „როხიბლანკოსგან“ თანხმობას და თანხის შემცირებას ელიან.
„ბარსელონას“ სჯერა, რომ ამ ვარიანტზე შეთანხმების შემთხვევაში 2025 წელს ჟოაოს 20 მილიონად გამოისყიდიან.
ასევე არსებობს ალტერნატივაც. გარიგებაში ისეთი მოთამაშეების ჩართვა, რომლებიც კატალონიელებს არც ისე სჭირდებოდათ, მაგრამ „ატლეტიკო“ მათ მიმართ ინტერესდება.
აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელს მადრიდულ კლუბში დაბრუნება არ სურს და არც „ატლეტიკოში“ განიხილავენ მას.