მანჩესტერ იუნაიტედი, ბობი ჩარლტონი
Aa
Aa

BBC: ბობი ჩარლტონის სიკვდილი შემთხვევითობა იყო

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ლეგენდარული ბობი ჩარლტონი გარდაიცვალა.

ჩარლტონს დიდი ხნის განმავლობაში დემენციის პრობლემა ჰქონდა და სპეციალურ პაციენტებზე მორგებულ სახლში ცხოვრობდა. გარდაცვალების მიზეზი დღევანდელ დღემდე ცნობილი არ იყო.

დღეს კი ავტორიტეტული გამოცემა BBC ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ლეგენდის გარდაცვალება შემთხვევითი იყო. როგორც ირკვევა, ჩარლტონი სკამიდან დგებოდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეიმაგრა, დაეცა და დაცემის მომენტში თავი რადიატორს ან ფანჯრის რაფას ჩამოარტყა.

რა თქმა უნდა, მას უმალ ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდა, მაგრამ მედიკოსებმა საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინეს. ამ ფაქტიდან ზუსტად 5 დღეში ბობი ჩარლტონი გარდაიცვალა. BBC კი მის სიკვდილს სწორედ ამ ინციდენტს უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაცადი ხერხი - რეალი დარწმუნებულია, რომ დევისს გაიფორმებს
ნაცადი ხერხი - რეალი დარწმუნებულია, რომ დევისს გაიფორმებს