ჟერარ რომერო
Aa
Aa

„ისევ იტყუები“ - მესიმ ბარსასთან დაახლოებული ჟურნალისტი ამხილა

ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამ საფეხბურთო სამყაროში დიდი ყურადღება მიიპყრო. პარალელურად კი ბევრს ლეო მესის ერთი ინსტაგრამ სთორი გამორჩა, რომელშიც არგენტინელმა ესპანელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო ტყუილში ამხილა.

რომერო ესპანელი ჟურნალისტია, რომელიც ძირითადად „ბარსელონას“ ახალ ამბებს, ტრანსფერებს და სხვადასხვა თემებს აშუქებს. ხშირად ექსკლუზივებსაც აქვეყნებს, თუმცა ბოლო წლებში მესის მისამართით რამდენიმე საეჭვო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შემდგომში არ დადასტურდა და ლეოს მიმართ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

რომერო „ბარსასთან“ ზედმეტად მჭიდრო ურთიერთობით არის ცნობილი და „ბლაუგრანას“ შესახებ ნეგატიურად არასდროს წერს.

30 ოქტომბერს, ჟერარ რომერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესი პარიზში ჟოან ლაპორტას შეხვდა, სადაც მათ არგენტინელის გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. შეხვედრა, რომელიც „ლა პულგამ“ „ბარსას“ მაისურით „კამპ ნოუზე“ უნდა გამართოს.

მესიმ ამ ინფორმაციის ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე გასთორა და დააწერა: „ისევ იტყუები“. - და ამას გრძელი ცხვირის „ემოჯიც“ დაურთო.

ამის შემდეგ, რომეროს მისამართით კრიტიკამ იმატა, რასაც ჟურნალისტმა საბოდიშო პოსტი მოაყოლა:

„ლეოსთან დაკავშირებულ რაღაცაზე ისევ მომატყუეს. ბოდიში, ძალიან შევცდი. მე ვიღებ ყველაფერს, რასაც დღეს მეუბნებით და გპირდებით, რომ ვიმუშავებ, რათა ეს აღარ განმეორდეს. ბოდიშს ვიხდი".

- დაწერა რომერომ.

რომერო ბოლო 2-3 წელია მესის შესახებ უამრავ ცნობას ავრცელებს და ამას ექსკლუზივებად ასაღებს, თუმცა საბოლოოდ, რეალობა სხვაგვარი გვხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მთავარი არგუმენტები | რატომ „დახურავს“ მესი ფეხბურთს მე-8 „ოქროს ბურთით“?!..
მთავარი არგუმენტები | რატომ „დახურავს“ მესი ფეხბურთს მე-8 „ოქროს ბურთით“?!..