დი მარიას პასუხი ლოთარ მათეუსს: „წადი სხვაგან იტირე“
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი, ანხელ დი მარია ლოთარ მათეუსის სიტყვებს გამოეხმაურა. ლეგენდარულმა გერმანელმა მოთამაშემ განაცხადა, რომ წლეულს, ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ მოგებას არ იმსახურებდა და პრესტიჟული ჯილდო ერლინგ ჰოლანდს უნდა მიეღო, რასაც დი მარიამ სოციალურ ქსელში უპასუხა.
„წადი, სხვაგან იტირე“, - დაწერა არგენტინელმა ფეხბურთელმა „ინსტაგრამზე“.
რა თქვა ლოთარ მათეუსმა
„მთელი გასული წლის განმავლობაში, ჰოლანდი მესიზე უკეთესი იყო. მესიმ დაუმსახურებლად მოიგო და ეს დასტურია იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყველაფერზე მნიშვნელოვანია.პირადად მე ვთვლი, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ჰოლანდზე უკეთესი არავინ ყოფილა. ერლინგმა მანჩესტერ სიტის რიგებში მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო და გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა. ყოველთვის მესის ფანი ვიყავი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ოქროს ბურთის ხმის მიცემის პროცედურა ფარსია“.
ცნობისთვის, 36 წლის მესიმ „ოქროს ბურთი“ კარიერაში მერვედ მოიგო და ამ დრომდე, უკონკურენტოა. გასულ სეზონში ლეო მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდსა და პსჟ-ს შემადგენლობაში 43 გოლი გაიტანა.