კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„მსაჯი შეცვალეთ“ | რონალდუს ჟესტი და რეაქცია ქომაგთა შეძახილებზე

საუდის არაბეთის მეფის თასის მერვედფინალში, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ ჯორდან ჰენდერსონისა და ჟორჟინიო ვეინალდუმის „ალ-ეტიფაქს“ დაუპირისპირდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გუნდმა დამატებით დროში, სადიო მანეს გოლით იმარჯვა და რონალდუს ქმედებებმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.

პირველი ტაიმის დამატებულ დროში, „ალ-ნასრის“ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმეს და რონალდუმ საკუთარი ჟესტით ამ გადაწყვეტილების მიმღები მსაჯის შეცვლის სურვილი გამოხატა. რამდენიმე წუთის შემდეგ, მთავარმა არბიტრმა, პიერო მასამ „ალ-ნასრის“ ფეხბურთელს, ანდერსონ ტალისკას წითელი ბარათი უჩვენა და კრიშტიანუ ამან კიდევ უფრო განარისხა.

საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში აღნიშნული მატჩის კიდევ ერთი ეპიზოდი მოექცა. ერთ-ერთ მომენტში, „ალ-ეტიფაქის“ გულშემატკივრები ლიონელ მესის სახელსა და გვარს სკანდირებდნენ. რონალდუმ მათ გაჩუმებისკენ და დაწყნარებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს და უმაღლესი სინჯის მედლებისთვის იბრძვის. რონალდუს გუნდს 25 ქულა აქვს და ლიდერ „ალ-ჰილალს“ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სან ანტონიომ საოცარი თამაში შემოატრიალა | მამუ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე იყო
სან ანტონიომ საოცარი თამაში შემოატრიალა | მამუ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე იყო